Eng   Geo   Rus  

კონტაქტი

ტელ: +995 (32) 2244088
ელ-ფოსტა: info@ablex.ge

 

 

 

 

image

ჩვენ შესახებ

აუდიტორული კომპანია აიჯი კომპანი დაარსდა 2015 წლის მაისში ძირითადი მიზნით - დაეხმაროს კომპანიებს ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაში და ხელი შეუწყოს მათ წარმატებას საქართველოს საქმიან გარემოში. 

ჩვენი მიზანია დავიკავოთ წამყვანი პოზიცია აუდიტორული მომსახურების სფეროში. ამ მიზნის მისაღწევად შევიმუშავეთ სამოქმედო პროგრამა, გავთვალეთ არსებული რისკები და დავგეგმეთ საქმიანობის მიმართულებები. ამასთან, ჩვენი გუნდი მზად არის თავდაუზოგავი შრომისათვის მომავალი წარმატების მისაღწევად. კომპანიამ 2016 წელს შეიცვალა სახელწოდება და გახდა კომპანია აბლექსი. ამასთან შეიცვალა კომპანიის ვიზუალური იდენტობა - ლოგო და კორპორატიული სტილი. 

რეგიონებიდან კომპანიის მომსახურებით მზარდი დაინტერესების გამო, კომპანიამ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება ოფისის გახსნის თაობაზე, რათა კომპანიის კლიენტებმა ადგილზე მიიღონ მაღალკვალიფიციური მომსახურება.  პირველი ასეთი ოფისი 2016 წლის აგვისტოში გაიხსნა კახეთის რეგიონში, კერძოდ, ქ. თელავში. 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია დაარსდა 2015 წლის მაისის თვეში, უკვე ვთანამშრომლობთ იმ მეწარმე სუბიექტებთან, რომლებიც იკავებენ წამყვან პოზიციებს ქვეყანაში, გამოირჩევიან სტაბილური ბიზნეს-საქმიანობით და აქვთ გამორჩეულად მაღალი რეპუტაცია ქვეყნის ბაზარზე.

ჩვენთან თანამშრომლობით შეძლებთ:

ჩვენი კომპანიის პროფესიული საქმიანობა 2 მილიონი ლარის ფარგლებში დაზღვეულია სადაზღვევო კომპანიის მიერ.